ევროკავშირის გაფართოების ანგარიში

21:15, 04.11.2025

ისტორიული გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის ორი წლის თავზე ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს ფორმალობად აცხადებს.

დემოკრატიული უკუსვლა – ეს არის მთავარი გზავნილი გაფართოების 2025 წლის ანგარიშიდან. ბრიუსელის ყველაზე დიდ მოწონებას ევროინტეგრაციის გზაზე მონტენეგრო და ალბანეთი იმსახურებენ, შეფასებები პოზიტიურია მოლდოვისა და უკრაინისთვის. საქართველოს კი გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად ევროკავშირი პირობებს უყენებს. არჩევნები, სასამართლო სისტემა, სამოქალაქო სექტორი, მედია, ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები – ყველა მიმართულებით მძიმე შეფასებებია. მოთხოვნილია ბოლო პერიოდში მიღებული კანონების გაუქმება, სასამართლოში კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემის შექმნა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საკონსტიტუციო ცვლილება გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურის შესაცვლელად და ხელისუფლების კურსის შეცვლა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებლად ცხადდება. მმართველ გუნდს აკრიტიკებენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან არასამთავრობო ორგანიზაციების გათიშვის გამოც. არანაკლებ მწვავე იყო ევროკავშირის ლიდერების რიტორიკა, სანქციებზე კონსენსუსის არარსებობის მიუხედავად, სასანქციო ზომების განხილვა ბრიუსელის დღის წესრიგში რჩება. არანაკლებ მწვავეა ოფიციალური თბილისის პასუხი. რამდენიმე ნაწილად დაყოფილი მოცულობითი ანგარიში შანტაჟად და გამიზნულ მავნებლობად ფასდება.

მსგავსი