უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პირველი კლასტერის გახსნა ნიშნავს, რომ 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ორივე ქვეყანა ურთიერთობის შემდგომ ეტაპზე გადადის – პროცესი ხუთ კლასტერს ითვალისწინებს. პირველი კლასტერის გახსნა ლუქსემბურგში დადასტურდა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ შეკრებილები. ევროკავშირში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების საპასუხოდ მიიღეს. ის, რომ ასოცირებული ტრიოდან ინტეგრაციისათვის ახალი ეტაპი საქართველოსთვის არ გაიხსნა, ამაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. „ქართულ ოცნებაში“ კი – ევროპულ სტრუქტურაში, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებას სკეპტიკურად უყურებენ, ამავდროულად კი – მიაჩნიათ, რომ ევროკავშირმა შესაძლოა, ახალი წევრებისთვის უთანასწორო პირობები შემოიღოს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ადასტურებს, რომ ახალ წევრებს შესაძლოა ვეტოს უფლება შეუზღუდონ.