ევროკავშირი დღეს უკრაინისათვის და მოლდოვისთვის პირველ კლასტერს გახსნის. ამის შესახებ, ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა. მარტა კოსმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, რომ ქვეყნებისთვის კიდევ ხუთი კლასტერი ივლისის თვეში გაიხსნება. მისი თქმით, თუ უკრაინა და მოლდოვა ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს. სწორედ ამიტომ ველოდები, რომ ივლისში დარჩენილ ხუთივე კლასტერსაც გავხსნით. ამასთან ერთად, მარტა კოსმა თქვა, რომ ევროკავშირის განიხილავს ახალი წევრებისთვის ხმის უფლების დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობას. შეხვედრის დაწყებამდე საქართველოზე ისაუბრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მარგუს ცაჰკნას თქმით, ქართველმა ხალხმა, ვისაც ნამდვილად სურს ევროპული გეზი, მათი გზავნილია – იმედი არ დაკარგონ და შესაბამისად მოიქცნენ.