ევროსაბჭოს გადაწყვეტილება, დიპლომატიური პასპორტებისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართულ ოცნებაში“ ევროკავშირის გადაწყვეტილებას არაევროპულს უწოდებენ, ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ დასავლური სამყაროსთვის საქართველოს ხელისუფლების ქმედებები მიუღებელია და ეს საპასუხო ნაბიჯია, რომელიც კიდევ გაგრძელდება.