ევროკავშირის გადაწყვეტილება - შეფასებები

უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონების მიღების საპასუხოდ ევროკავშირის საბჭომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.

ბრიუსელი მიღებულ კანონებს დემოკრატიულ უკუსვლად აცხადებს. მიღებული გადაწყვეტილების მიზეზებს შორისა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული პროცესებიც. ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით,   ქვეყანაში მიმდინარე ორ თვიანი პროტესტის ფონზე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა სალომე ზურაბიშვილი. ექს-პრეზიდენტი და ოპოზიცია ახლა პრიორიტეტად დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ასახელებენ და ბრიუსელს მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. მმართველ გუნდში კი სავიზო შეზღუდვებს „დიფ სთეითის“ გავლენით ხსნიან და ამბობენ, რომ მიღებული და   სხვა მსგავსი გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლის მცდელობაა.