ევროკავშირის გადაწყვეტილება – გამოხმაურება
არათანაბარი მიდგომისა და ორმაგი სტანდარტის მაგალითად მიიჩნევს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ორი გავლენიანი რუსი ბიზნესმენი სასანქციო სიიდან ამოიღეს. მმართველი გუნდში ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები კარგად ასახავს დამოკიდებულებას, რომელიც ევროკავშირს აქვს კონკრეტულ საკითხებთან თუ ქვეყნებთან მიმართებაში. მათივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ბრალდება თუ განცხადება, მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები, სადაც თავად ფაქტს არ აფასებენ, თუმცა, რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში ამ დრომდე გაკეთებულ განცხადებებსა თუ გატარებულ პოლიტიკას, ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, უფრო მეტიც, ოპოზიციაში ამბობენ, რომ დასავლელ პარტნიორებთან თავად საუბრობენ „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქცირების აუცილებლობაზე.