ევროკავშირის გადაწყვეტილება

საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება – აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. მისი თქმით, შედგა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ იმისათვის, რომ მთავრობს გაუგზავნონ სიგნალი, რომ ეს ევროპული კურსის კუთხით სწორი მიმართულება არ არის. კაია კალასს კითხვა დაუსვეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ, ასევე დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებაზეც.