ევროკავშირის ევროპულ საქმეთა კომიტეტების შეხვედრა

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციის პლენარულ სესიაში სპეციალური მიწვევით მონაწილეობს. კონფერენციაზე საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, გაიმართა დებატები საფრანგეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის შესახებ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ. ,,ეს არის ტრაგედია, რომელიც შუაგულ ევროპაში ხდება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე, მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.