ევროკავშირის ელჩის წერილი – შეფასებები

18:03, 08.11.2025
ვინ იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერების ინიციატორი? – ბრიუსელი თუ საქართველო? ევროკავშირის ელჩის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილი სკანდალური წერილი უკვე მეორე დღეა გამოხმაურებების თემაა. მედიაში გავრცელებული წერილით ირკვევა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება ბრიუსელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის რეზონანსულ განცხადებამდე ხუთი თვით ადრე მიიღო. მიმდინარე წლის 5 ნოემბრით დათარიღებული წერილით პაველ ჰერჩინსკი საგარეო უწყებას ატყობინებს, რომ რეგიონულ პროგრამებში საქართველოს დაფინანსება შეუჩერეს, თუმცა სკანდალურია წერილის ის ნაწილი, სადაც ევროკავშირის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო.

მსგავსი