ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად, ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე, – წერია ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილში, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრის მიადგილეს გაუგზავნა. ეს წერილი თარიღდება 2025 წლის 5 ნოემბრით, თუმცა, დღეს გავრცელდა. ჰერჩინსკის წერილის შინაარსის მიხედვით, ევროკავშირის ლიდერების კამპანია, თითქოს საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე, მცდარია. პაველ ჰერჩინსკი წერს, რომ საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით. მათ შორის იმ მიმართულებაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს გარკვეული წარმატებები აქვს მიღწეული და არაერთი მადლობა მიუღია ევროკავშირის წარმომადგენლებისგან.