ევროკავშირის ელჩის სამძიმარი ლექსო ლაშქარავას ოჯახს
„დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.