კარლ ჰარცელი - ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას, ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას
კარლ ჰარცელი - ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას, ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს მედიისა და შეკრების თავისუფლებას

დღეს გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ბატონი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.