ევროკავშირის ელჩის კომენტარი

ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, აცხადებს კარლ ჰარცელი. ევროკავშირის ელჩის თქმით, აქვთ წუხილი ამ მოვლენების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნებს აჩენს კონკრეტული ფაქტები და მნიშვნელოვანია ამ საქმეში როგორც საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სრული პატივისცემა. კარლ ჰარცელი სტრასბურგის სასამართლოს განცხადებასაც გამოეხმაურა. დიპლომატმა ასევე ისაუბრა სამედიცინო კონსილიუმის რეკომენდაციების შესრულებაზე.