ევროკავშირის ელჩის კომენტარი
ცოტა ხნის წინ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტებმა მას შეფასება სთხოვეს ევროკავშირის პოზიციაზე ევროპის დედაქალაქებში აქციების დაშლის შესახებ, რაზეც ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ძალადობას გმობს ყველგან და ყოველთვის და მხარს უჭერს მხოლოდ ადამიანის ღირსებას, მშვიდობასა და კანონის უზენაესობას.
ასევე პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზე რჩება კანდიდატ ქვეყნად და სინანული გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ კურსს არ მიჰყვება.
ეს განცხადებები ელჩმა კახეთში „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.