ევროკავშირის ელჩის გზავნილები და პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება

ევროკავშირის რეაქცია ფარული მასალების საქმეზე.

საქართველოს ელჩი გაერთიანების სათაო ოფისში დაიბარეს. დეტალები უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორგანიზაციამ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს საკუთარი პოზიცია გააცნო, ელჩმა კი პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა. სავარაუდო ფარული მიყურადების ამსახველ ათასობით ფაილში, რომელთა ავთენტურობას ახლა მთავარი პროკურატურა სწავლობს, დიპლომატებიც ფიგურირებენ. რეზონანსული საქმის შეფასების დროს იყო რამდენიმე მინიშნება – ევროკავშირის ელჩმა ჩანაწერების მოცულობასა და ხასიათს გაუსვა ხაზი და ვენის კონვენციაზეც მიუთითა. ბრიუსელში ელჩის დაბარებას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხანაირად აღიქვამს. მმართელი პარტიის თავმჯდომარის აზრით, კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ გასცდა.

დატოვე კომენტარი