ევროპის დღეს ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება და მწვავე კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. პაველ ჰერჩინსკის შეფასება უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური გამოხმაურებების თემაა. ელჩის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებები ქვეყანას ევროკავშირს აშორებს, იწონებს ოპოზიცია. სწორედ ამიტომ ბარიერგადალახულ პარტიებში ფიქრობენ, რომ ევროპულ გზაზე დაბრუნების ერთადერთი საშუალება ხელისუფლების შეცვლაა.
თავად „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპა მათ მეორე ფრონტის არგახსნის გამო სჯის და ირწმუნებიან იმასაც, რომ 2028 წლისთვის საქართველოს ევროკავშირის ყველა ვალდებულება შესრულებული ექნება.
ნათია ქენქაძის რეპორტაჟი.