ევროკავშირის ელჩის განცხადება – შეფასებები
ევროკავშირის ელჩს საქართველოს საგარეო უწყებაში ელოდებიან. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პაველ ჰერჩინსიკიმ საკუთარ განცხადებაზე განმარტებები უნდა გააკეთოს. უფრო კონკრეტულად – უნდა ახსნას, რას გულისხმობდა, როდესაც საქართველო ევროპული ოჯახის წევრობასა და ბნელ წარსულში დაბრუნებას შორის არჩევანის წინაშე დააყენა. თუ აქამდე დიპლომატს ვენის კონვენციის უხეშ დარღვევასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდნენ, ამჯერად რეაქცია ბევრად მწვავეა. ბრიუსელიდან გაჟღერებული გზავნილი, ღია მუქარად და პოლიტიკურ დემარშად ფასდება.
დიპლომატის მიერ გაკეთებულ კომენტარს არაპროფესიონალიზმად აფასებს ოპოზიციის ერთი ნაწილიც, მეორე ნაწილი კი ჰერჩინსკის განცხადებაში პრობლემას ვერ ხედავს.