დაიბარებენ თუ არა ევროკავშირის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ პაველ ჰერჩინსიკიმ განმარტებები უნდა გააკეთოს საკუთარ განცხადებაზე. მის სიტყვებს პირდაპირ მუქარად აფასებს სახელისუფლებო გუნდი. დიპლომატის მიერ გაკეთებულ კომენტარში, სადაც ის საქართველოს წარსულზე საუბრობს და სამოქალაქო ომს, სიღარიბეს და გაჭირვებას ახსენებს, არაპროფესიონალიზმს ხედავს ოპოზიციის ერთი ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილი კი, ჰერჩინსკის განცხადებებში პრობლემას ვერ ხედავს. შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა: „არ უნდა დავუშვათ, რომ , სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“. ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ, სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება”.