„მინდა, ხმამაღლა და ნათლად განვაცხადო, ევროკავშირი გმობს ძალადობას ნებისმიერი სახით, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი პირის მიერ,“ – საქართველოში ევროკავშირის ელჩის ეს პასუხი საკმარისი და დამაჯერებელი არ არის მმართველი გუნდისთვის, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ითხოვს მათგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას.
პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის თაობაზე ბრიუსელის სიჩუმის პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად ხმაურიანი ვიდეომიმართვა გაავრცელა შვედეთის პარლამენტის ევროპის საქმეთა კომიტეტმა, რომლის მიზანიც რუსთაველის გამზირზე პროტესტის მხარდაჭერაა.