ევროკავშირის ელჩის განცხადება – გამოხმაურება

15:01, 23.04.2026

ევროკავშირის ელჩის განცხადება და მწვავე პოლიტიკური შეფასებები. პაველ ჰერჩინსკის თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების და კორუფციის ბნელ დროში. ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველო გზაგასაყარზე დგას, მისი მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ არა. მისი თქმით, ევროკავშირმა არჩევანი გააკეთა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, ახალა, სამწუხაროდ, საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. ჰერჩინსკის ეს განცხადება „ნეტგაზეთმა“ გაავრცელა.

მსგავსი