ევროკავშირის ელჩის განცხადება – გამოხმაურება
გაფართოების ანგარიშის ჩანაწერებზე არანაკლებ მკაცრი იყო ევროკავშირის ელჩის ტონი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მიმართ რიტორიკა დაუწუნა და განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წლების განმავლობაში დიალოგს – შინაარსი გამოაცალა. ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა: ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლაზე, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ წნეხსა და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიმდინარე პროცესზე. ელჩის განცხადებით, ნდობის აღსადგენად, მნიშვნელოვანია ევროკავშირის გაშავების პროპაგანდა შეწყდეს. ჰერჩინსკის გზავნილებს არანაკლებ მწვავედ გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში.