ევროკავშირის ელჩის განცხადება 

სასამართლო პროცესის მსვლელობის და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიმდინარე მობილიზაციის ფონზე, პოლიტიკურ სპექტრს მიმართავს ევროკავშირის ელჩი.

დიპლომატი, რომელიც კელი დეგნანთან ერთად ოთხი რაუნდის დროს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევას ცდილობდა, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავების პრევენციის აუცილებლობაზე საუბრობს. სასამართლოსადმი უპატივცემულობა და პოლარიზაციის მაღალი ხარისხი დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია, – ასეთია მთავარი გზავნილი კარლ ჰარცელისგან, რომელიც ფიქრობს, რომ მელიას საქმეს პოლიტიკურ ლანდშაფტზე დიდი გავლენა ექნება. სწორედ მიმართვის ეს ნაწილი ადრესატებმა დღეს სხვადასხვანაირად აღიქვეს.

ანა ბროლაძე გაგვაცნობს დიპლომატის მთავარ აქცენტებს და საპასუხო რეაქციებს.