ევროკავშირის ელჩის განცხადება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მესამე მოსმენაზე 142 ხმას ელოდება.

ამ შინაარსის განცხადება კარლ ჰარცელმათვითერში“ მეორე მოსმენით კენჭისყრის შემდეგ გააკეთა. მეორე მოსმენისას საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ჰქონდა არც „ევროპული საქართველოს“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა.

„მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ გადამწყვეტ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს 29 ივნისს, მესამე საბოლოო მოსმენაზე“, – წერს ჰარცელი.