ევროკავშირს ელჩი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ადგილობრივი არჩევნების მეორე დღეს, 5 ოქტომბერს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში პასუხისმგებელმა კომისარმა, მარტა კოსმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაბრუნებოდნენ ძალადობას. ელჩმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ევროკავშირი საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერს და მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.