ევროკავშირის ელჩის განცხადება

სრულად დამოუკიდებელი, სრულად პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემა, ყველა დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტია, სწორედ ამიტომ, გაფართოების სიაში მყოფი ყველა ქვეყნისა და ასევე ყველა წევრ ქვეყანაში, ევროკომისია სასამართლო რეფორმას ერთ-ერთ პრიორიტეტად ასახელებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯიდან ერთ-ერთია.