ევროკავშირის ელჩის განცხადება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის დაკეტვის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს კიდევ ერთხელ ევროკავშირის ელჩი. კარლ ჰარცელის თქმით, შექმნილი სიტუაცია არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, ევროკავშირი საქართველოს პრინციპული და მტკიცე მხარდამჭერია.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა მოვლენას, კერძოდ ევროკავშირის სადამკირვებლო მისიის საშუალებით და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით, მათ შორის ჩემი პირადი. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ჩვენ შეშფოთებულები ვართ „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის დაკეტვის გამო, რაც ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის საკითხი, რომლის დღის წესრიგში წამოწევას ჩვენ გავაგრძელებთ გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნამდე, რადგან ჩვენ ვხედავთ იმ ნეგატიურ შედეგებს, რომლებიც მას აქვს ჰუმანიტარული სიტუაციისთვის რეგიონში. ჩვენი პრინციპები ძალიან მკაფიოა, როდესაც საქმე ამ საკითხზე ჩვენს ჩართულობას ეხება“,- განაცხადა ჰარცელმა.