ევროკავშირის ელჩის განცხადება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრებს პოზიტიურად აფასებს. დიპლომატმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყნის მოლოდინსა და შესაძლებლობაზე ისაუბრა და მან აქცენტი დეოლიგარქიზაციის საკითხზეც გააკეთა. თემაზე ევროკავშირის მხრიდან გავრცელდა ოფიციალური განცხადებაც, სადაც ვკითხულობთ: ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით.

ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ.