ევროკავშირის ელჩის განცხადება

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, ევროპული პერსპექტივა კი ქვეყნისთვის აშკარაა. დიპლომატი იმედოვნებს, რომ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები გამოიყენებენ აღნიშნულ შანსს და შეასრულებენ ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.