ევროკავშირის ელჩი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს ეხმაურება

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს შეხვდა ქეთევან ციხელაშვილი.

ოკუპირებული ცხინვალის უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმის მეუღლესა და შვილს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, არსებული ვითარება და გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ეხმაურება ევროკავშირის ელჩი. „აღნიშნულს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული ვითარების მსხვერპლს“ – განაცხადა კარლ ჰარცელმა.