ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ევროკავშირის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში ელოდებიან – პაველ ჰერჩინსკი უწყებაში განმარტებებისთვის არის დაბარებული. საუბარია მის განცხადებაზე, რომელიც გასულ კვირას გააკეთა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. თემას მწვავე პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.
სალომე ქოქიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმყოფება და გვიერთდება პირდაპირ ეთერში.