ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას – ასეთია ხელისუფლების პოზიცია. ამის შესახებ ახსნა-განმარტებებისთვის დაბარებულ ევროკავშირის ელჩს საგარეო საქმეთა მინისტრმა განუცხადა. მაკა ბოჭორიშვილსა და პაველ ჰერჩინსკის შორის დახურული შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ევროპელ დიპლომატს დისკუსიის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის დაბარებული იყო ახსნა-განმარტებისთვის.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.