ევროკავშირის ელჩი აჭარაში

ევროკავშირის ელჩმა აჭარაში ვიზიტი დაასრულა.

პაველ ჰერჩინსკიმ შეხვედრები მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან გამართა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ქედაში ევრო-კლუბიც გახსნა, რომელმაც რეგიონის განვითარებასა და განათლების გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს. ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ ისეთი სფეროების მხარდაჭერის მზაობას, როგორიცაა ურბანული განვითარება, მდგრადი ტურიზმი, თანამშრომლობა საზღვაო სფეროში, სასამართლოს რეფორმები და სხვა.

ელჩის ვიზიტი სასულიერო პირებთან შეხვედრით დასრულდა.