ევროკავშირის ელჩების დემარში

ევროკავშირის 27 ქვეყნის გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას.

რატი ბრეგაძესთან გამართული შეხვედრა პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. ევროკავშირის ელჩმა იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის 27 წევრის სახელით მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დემარში გადასცა. ევროკავშირი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებული ცნობებითაა შეშფოთებული. მოიცავდა თუ არა ევროკავშირის ერთიანი და შეთანხმებული პოზიცია უცხოეთში ექს-პრეზიდენტის გადაყვანის მოთხოვნასაც, რაც ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩაიწერა – იუსტიციის მინისტრის კატეგორიული უარყოფის მიუხედავად, ეს საკითხი პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციების საგანი გახდა. მმართველი გუნდის პოზიციით თვითდაზიანების რეჟიმში მყოფ სააკაშვილზე დიპლომატებს მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციას აწვდიან. თუმცა, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები სააკაშვილის საკითხზე ელჩებთან დროულ კომუნიკაციას საჭიროდ მიიჩნევენ. მმართველი პარტიიდან ევროკავშირის მისამართით კითხვებიც ისმის.