ევროკავშირის დახმარება უკრაინას

ევროკავშირი უკრაინას მილიარდ 200 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ დახმარების პაკეტი შედგება როგორც კრედიტებისგან, ისე გრანტებისგან. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შექმნილ რთულ ვითარებაში ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა თქვა, რომ უკრაინაში ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტისა და ევროკომისარის ოლივერ ვარჰეის ვიზიტი იგეგმება.

დატოვე კომენტარი