ევროკავშირის დახმარება

ქვეყანა „კოვიდ-19“-თან ბრძოლისთვის მზადებას განაგრძობს. საქართველომ დიდი ოდენობით სამედიცინო დამცავი საშუალებები მიიღო, რაც ქვეყანამ ევროკავშირის დაფინანსებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით შეიძინა. სახის საფარი, დამცავი სათვალე, საიზოლაციო ხალათები, მილიონამდე სამედიცინო ნიღაბი და რესპირატორები – ეს ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დიდია, რომელიც საქართველომ დონორების მხარდაჭერით მიიღო.

სპეციალური ეკიპირება ლუგარის ცენტრზე, ცხრა რეგიონულ ლაბორატორიაზე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრებსა და სოფლის ექიმებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.