ევროკავშირის და უკრაინის ბრალდებები უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგ
ურთიერთობა კიდევ უფრო უარესდება უნგრეთსა და ევროკავშირს შორის.
კიევის შემდეგ ბუდაპეშტის მისამართით ახალი ბრალდებები და მკაცრი მოწოდებები ამჯერად სტრასბურგიდან ისმის. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს უნგრეთის პრემიერის საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ორბანი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევების მზარდ საფრთხეებზე მიუთითებს. მილსადენ „დრუჟბას“ გამო ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია უკრაინასთანაც, რომელსაც უნგრეთის ხელისუფლება მილსადენის განზრახ დაზიანებაში და ამით უნგრეთის ეკონომიკისთვის პრობლემების ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს. ნავთობის იმპორტის შეჩერებამ წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისი შექმნა. „დრუჟბა“ ერთადერთი ენერგეტიკული ობიექტი არაა, რის გამოც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.