ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური ვითარების განეიტრალებას ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები ცდილობენ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ცალ-ცალკე შეხვდნენ. დილიდან დაწყებული შეხვედრები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბოლოს ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ალეკო ელისაშვილი მივიდა და დიპლომატებს საკუთარი პოზიცია და მოთხოვნები გააცნო.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობდა თემაზე.