ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალი - რიკარდ იოზვიაკის ინტერვიუ

რა შანსები აქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და როგორ არის შეფასებული 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე გადადგმული ნაბიჯები – ამ საკითხებზე „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა ისაუბრა. „არის პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, თუმცა ასევე არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ახლა არსებობს, მაგრამ არ იარსებებს მომავალ წელს, როდესაც ევროკავშირში არჩევნები იქნება. არის შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ზოგადად ევროკავშირის გაფართოებისთვის“, – ეს განცხადება რიკარდ იოზვიაკმა „იმედი LIVE“-თან ინტერვიუში გააკეთა.