ევროკავშირის ანგარიში – შეფასებები 

15:15, 13.08.2026

შეფასებების თემაა ევროკავშირის მორიგი ანგარიშიც. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი დოკუმენტში საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ აქცენტებს იზიარებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი ადეკვატურად აფასებს იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. მმართველი გუნდი კი ფიქრობს, რომ თუ რომელიმე მხარე საკუთარი პოლიტიკით ზიანს აყენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ეს მათივე განცხადებით, სწორედ ევროკავშირია.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, „საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა“. ანგარიშში ხაზგასმულია 2025 წელს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საპროტესტო აქციების მონაწილეების არასათანადო მოპყრობა და ახალი კანონმდებლობები – მათ შორის მაუწყებლობისა და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონები. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, ფაქტობრივად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება გამოიწვია.   

მსგავსი