ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთს

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. დიპლომატიურმა წყაროებმა უკრაინულ მედიას განუცხადეს, რომ სხდომის მთავარი თემა ევროპული კომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-19 პაკეტის პროექტის წარდგენა იქნება. მედიის ინფორმაციით, სანქციების პაკეტის წარდგენა მანამდე გადაიდო, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპისგან უფრო მკაცრი ზომები მოითხოვა.