ევროკავშირის ახალი პროექტები მესტიის მუნიციპალიტეტში

ევროკავშირი მესტიის მუნიციპალიტეტში განვითარების ახალ პროექტებს იწყებს. რეგიონი ადგილობრივი განვითარების მხარდამჭერი ორი პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლის შემდგომაც დაგეგმილია სახალხო ზეიმი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, შვედეთის სამეფოს საელჩო თბილისში, ავსტრიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც. ღონისძიების დამსწრეებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიმართავენ.