ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები

ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშზე განსხვავებული შეფასებები კეთდება მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის ევროკავშირის კრიტიკული რიტორიკა მოულოდნელი არ ყოფილა. წარმოდგენილი ანგარიში არც „ქართულ ოცნებისთვის“ იყო სიურპრიზი. ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. ევროინტეგრაციის გზაზე ბრიუსელის ყველაზე დიდ მოწონებას მონტენეგრო და ალბანეთი იმსახურებენ, შეფასებები პოზიტიურია მოლდოვასა და უკრაინისთვისაც. საქართველოსთან მიმართებით კი, მთავარი გზავნილი – დემოკრატიული უკუსვლაა. არჩევნები, სასამართლო სისტემა, სამოქალაქო სექტორი, მედია, ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები – შეფასებები მძიმეა ყველა მიმართულებით. გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად ევროკავშირი საქართველოს პირობებს უყენებს.