ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმა

12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობის პროცესში, ოპოზიციის ნაწილი დღეს ისევ არასამთავრობო სექტორს შეხვდება. მსჯელობის მთავარი თემა საარჩევნო რეფორმა იქნება. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, საშემოდგომო სესიაზე მათ უკვე ექნებათ დასრულებული კანონპროექტები, რომელსაც შემდეგ მსჯელობისათვის კოლეგებს წარუდგენენ. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიმდინარე განხილვებში მმართველი გუნდის ჩართვაა აუცილებელი.