ევროკავშირიდან გასვლის გეგმა ჩავარდა  

ევროკავშირიდან გასვლის გეგმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ისევ შეცვალა.

სამთავრობო გეგმა დეპუტატებმა მეორედ ჩააგდეს. „გეგმიური ბრექსითი,“ „ხისტი ბრექსითი“ თუ განმეორებითი რეფერენდუმი – ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკური განშორების გზა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. უკვე მეორე დღეა, საპარლამენტო დებატები ლონდონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. ევროკავშირში ამბობენ, რომ „საუკუნის განქორწინების“ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არიან.

ბრიუსელში ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, რა სურთ ლონდონში.

 

დატოვე კომენტარი