ევროკავშირი - უკრაინა

ნატო-ს სამიტის გახსნამდე ორი დღით ადრე უკრაინა მხარდაჭერას ევროკავშირიდან იღებს.

პეტრო პოროშენკო ბრიუსელში ჩავიდა. ევროპულ საბჭოში ევროკავშირ-უკრაინის საიუბილეო, მეოცე სამიტი გაიმართა.

ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრების შემდეგ, უკრაინა ევროპელ პარტნიორებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ რუსული აგრესიის ფონზე ქვეყანა რეფორმებს განაგრძობს და მხარდაჭერას ელოდება.