ევროკავშირი საქართველოში ახალ პროექტებს დააფინანსებს

ევროკავშირი საქართველოში 8 ახალ პროექტს დააფინანსებს. ამისთვის 11 მილიონ 800 ათასი ლარია გამოყოფილი. ძირითადი მიმართულებები, რომელზეც გაკეთდება არჩევანი: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებების დაცვაა. გამარჯვებული პროექტები დღეს გამოვლინდა, ისინი, ძირითადად, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებს, ასევე სამოქალაქო მონაწილეობას, ბავშვებზე ზრუნვას, სანიტარიასა და ჰიგიენას ეხება.

პროექტებზე კონკურსი 2017 წელს გამოცხადდა. კომპანიებს იდეების განსახორციელებლად მომდევნო 2 წელი აქვთ.