ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი განცხადება

როგორია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს.

ასოცირების კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ნინო გოგუაძის თქმით, ერთობლივ განცხადებაში საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა.