ევროკავშირი-საქართველო - ასოცირების შესრულების საბჭოს სხდომა 

გზავნილები ბრიუსელიდან, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდა.

პარლამენტის ბოიკოტირება გამოსავალი არ არის, საჭიროა კომპრომისი და ხალხის ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება, – ასეთია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მოწოდება. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა. ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე, ანუ ვადამდელ არჩევნებზე კითხვის პასუხად ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ეუთო-ოდირის დასკვნა მოიშველია. ბორელის მხრიდან იყო ხაზგასმა დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე და სასამართლო რეფორმის ვალდებულებებზეც. კონსტრუქციული დიალოგი და კონსტიტუციასთან შესაბამისი გამოსავალი, – ასეთია ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის გზავნილი. საქართველოს პრემიერმა კი ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შემდეგ თქვა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი