ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს განცხადებას: „მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ძალადობის შემდგომი ესკალაცია. მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების აღიარებით, ევროკავშირი ელის, რომ ის დარჩება არაძალადობრივი და ძალადობის ყოველგვარი წაქეზება თავიდან იქნება აცილებული“.

ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას – „პატივი სცენ მშვიდობიანი პროტესტის ფუნდამენტურ უფლებას და ძალის გამოყენების პროპორციულობას მისი ლეგიტიმური უსაფრთხოების ინტერესების დაცვისას, დაიცვან მისი საერთაშორისო ვალდებულებები“,- აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.