ევროკავშირი - დიდი ბრიტანეთის შეთანხმება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დღეს, სატელეფონო საუბრისას „ბრექსიტის“ მოლაპარაკებების ბოლო ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ორივე მხარე დარწმუნებული იყო, რომ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევდა, თუმცა როგორც ევროკავშირში აცხადებენ, შეთანხმების საკამათო საკითხებზე ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები იმედისმომცემია.